ამ არც თუ ისე საიმედო და უპერსპექტიო გარემოში, სადაც ყველა გადაწყვეტილებას ჩვენს ბედზე და მომავალზე იღებს 2-3 ადამიანი დაგვრჩენია, მხოლოდ ერთი.... გავვერთიანდეთ!!!
საინტერესო ნამუშევარი, გირჩევთ, რომ ნახოთ ეს ვიდეო....
Mr. Freeman Video
Sunday, November 13, 2011
Friday, November 11, 2011
ლიბერალური მონოპოლია
მოგესალმებით მკითხველებს.
მაშ ასე, დადგა პირველი "პოსტის" დროც. დღევანდელი ანალიზი დაეთმობა მონოპოლიებს, ოლიგოპოლიებს და კარტელურ შეთანხმებებს ქართულ ეკონომიკაში.
აღნიშნული მოვლენები ძირს უთხრის ძირშივე ყველა იმ ლიბერალურ მოსაზრებებს, რომლებსაც ასე უხვად ტირაჟირებს საქართველოს ფსევდო-ლიბერალური (სახელისუფლებო ან კიდე მასთან დაახლოვებული) ნომენკლატურა.
1. საწვავის ბიზნესი - აქ საქმე გვაქვს წმინდა წყლის კარტელურ შეთანხმებასთან და ოლიგოპოლიასთან, ანუ არსებობს რამდენიმე 2-3 მსხვილი იმპორტიორი, რომლებიც უკვე რამდენიმე წელია ერთმანეთთან შეთანხმებულ ფასებს აფიქსირებენ მათ მიერ რეალიზებულ საწვავზე, დარღვეულია ყველანაირი სუბირდინაცია, იურიდიული თუ ფინანსური და ეს ჯგუფები, დღისით მზისით ახორციელებენ ისეთ საქმიანობას, რომლებიც მათ დანაშაულებრივ კავშირს სულ უფრო აშკარას ხდის, სხვაგვარად როგორ აიხსნება "სოკარი"-საგან მისი პირდაპირი კონკურენტების მიერ საწვავის 60%-ზე მეტი შეძენა, ზოგჯერ კი საერთოდ 80%-ის და მიუხედავად ამისა ეს კომპანიები ბაზარზე მაინც კონკურენტებად მოგვევლინებიან. მიზეზი, არის მხოლოდ ერთი, მათ შეთანხმებული აქვთ გასაყიდი ფასი და ამ ფასებში უკვე ყველას ინტერესი ზის...! ასეთი ტიპის გარიგება ნებისმიერ ქვეყანაში როგორც მინიმუმ დაისჯებოდა დიდი ფინანსური ჯარიმებით, როგორც მაქსიმუმ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით, მაგრამ ნურას უკაცრავად, მთავრობაც და ნავთობის იმპორტიორებიც გვიმტკიცებენ, რომ მათ ერთმანეთში კონკურენცია აქვთ და მსოფლიო ბაზრის კონიუქტურაზე არიან მიბმულნი და ფასებიც მხოლოდ ამ ლოგიკით ფორმირდება.....ისმის კითხვა, როგორ შეიძლება 80$ ფასის (მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის) შემთხვევაშიც და 125$ ფასის შემთხვევაშიც საცალო ფასი ბენზოგასამართ სადგურებზე იყოს ერთი, ან მერყეობდეს 0,05 თეთრის ფარგლებში?
პასუხი: ნორმალურ ქვეყანაში ეს შეუძლებელია, საქართველოში კიდე შესაძლებელი, ასე, რომ ფსევდო-ლიბერალებს შეკითხვა. აღარ გვაქვს ქვეყანაში კორუპცია? არც პროტეკციონიზმი? ყველაზე ლიბერალური ეკონომიკა ისევ ჩვენ გვაქვს?
2. ფქვილი: დავიწყოთ ამ ლინკით: http://muka.zerno.kiev.ua/?mid=6318
აქ მოყვანილია ფასები უკრაინული საბითუმო ბაზრიდან, ანუ საბითუმო ბაზარზე უკრაინაში თუკი გადავთვლით 1 ტომარა უმაღლესი ხარისხის ფქვილი ღირს 28 ლარი, საქართველოში 48 ლარი. სხვაობა 20 ლარი. საქართველოში ფქვილის იმპორტი აკრძალულია არაოფიციალურად, ეს კეთდება წისქვილების დასახმარებლად ვითომ, ამ დროს კი იგივე წისქვილები დაკავებულნი არიან ქართველი ხალხის ძარცვით და იგივე ხალხის უხარისხო პროდუქციით კვებით. როგორ შეიძლება ლიბერალებმა ხმა არ ამოიღონ იმაზე, რომ წისქვილების გადასარჩენათ ქვეყანა მის ლიბერალურ კურს აქცევს ზურგს? თუკი პროსახელისუფლებო ფსევდო-ლიბერალები, ბატონი ბედუქიძის თამადობით გაიძახით, რომ მევენახეობის დოტაცია იმ 10 მილიონამდე ლარით არის შეცდომა და ეს პროცესი ბაზარმა უნდა დაარეგულიროს, მაშინ რატომ არ ვრცელდება იგივე მიდგომა ფქვილზე, ეს ხომ ისეთი სტრატეგიული პროდუქტია საქართველოსთვის, რომელიც ხშირად უმთავრეს პროდუქტებზე ფასების განმსაზღვრელია.... რატომ ახალისებთ ისეთ ბიზნეს წისქვილების სახით, რომელიც ქმნის დაბალ მცირედ დამატებით ღირებულებას და რატომ არ ხსნით შეზღუდვებს იმპორტზე, რომ ფასი იყოს სამართლიანი?
ისევე როგორც წინა შემთხვევაში, აქაც საქმე გვაქვს პროტეკციონიზმთან და კლანურ ბიზნეს იტერესებთან, რომელიც მიმართულია, სოციალური პროდუქტებიდან მაქსიმალური შემოსავლის მიღებაზე ამ ქვეყნის ბიზნეს-პოლიტიკური ელიტის მიერ....
შარშან ევროპის რამდენიმე უმსხვილესი კომპანია დაჯარიმდა 100 მილიონ ევროზე მეტით, რადგან ზაფხულის სეზონზე მათ ჰქონდათ შეთანხმებული ფასები და ეს ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა მათ დაუმტკიცა სასამართლოზე...!
3.იგივე სიტუაციაა კვერცხის და შაქრის ბიზნესშიც, საქმე გვაქვს შეთანხმებულ ფასებთან, სხვაგვარად ვერ ავხსნით იგივე უკრაინაში 1ც. კვერცხის და 1 კგ. შაქრის ფასის სიმციერეს მთელი 40%-ით ვიდრე საქართველოშია. შეეკვრებიან მთავრობას ჩვენი ავაზაკი ბიზნესმენები (ასეთი სულ რამდენიმე ათეული ბიზნესმენია) გადაინაწილებენ, სოციალურ და სტრატეგიულ პროდუქტებს და სფეროებს და ისევე, როგორც შევარდნაძის დროს ვეღარ გრძნობენ მადის ზღვარს....მაგრამ, როგორ იგრძნობენ, როცა მათი გამპრავებელი ფსევდო-ლიბერალური რეფორმატორების ჯგუფი დაკავებულია სატელევიზიო დემაგოგიით, რომ ჩვენ მსოფლიო ბანკის რეიტინგების ლიდერი ვართ ბიზნესის ლიბერალიზაციის მაჩვენებლით....:)
4. ტელეკომუნიკაცია-ინტერნეტი: გაუგებარია, როგორ დარჩა ბაზარზე 2 მსხვილი კომპანია 10-დან, როცა სულ სხვა გვარი სიტუაცია იყო, გვახსოვს გააფთრებული კონკურენციის პირობებში საქმე იქამდეც მისულა, რომ ერთმანეთს სადენებს უჭრიდნენ, დღეს კი სრული ჰარმონია სუფევს და ბაზარიც გადანაწილებული აქვთ. პარალელურად კი რეკორდული ფასები არასტაბილურ ინტერნეტზე და დაბალი ხარისხის მომსახურება.
ბლოგი შეგნებულად, დავიწყეთ ამ პოსტით, რათა მოვახდინოთ გამიჯვნა ყველანაირი ილუზიისა იმის შესახებ, რომ ქვეყანა არის არაკორუმპირებული და ბიზნესი თავისუფალი და ლიბერალური, სინამდვილეში ყველაფერი არის პირიქით და მთავარი რაც მოსათხოვი არის, ეს არის ამ სახის კორუპციის აღმოფხვრა და კარტელური შეთანხმებების განადგურება, ამ მიზნის ირგვლივ უნდა გაერთიანდეს ყველა მოსაზრება რომელიც ლიბერალურ ეკონომიკას უკავშირდება და მხოლოდ შემდეგ უნდა ვისმჯელოთ იმაზე, რეგულირებადი გზაჯვარედინი ჯობია თუ არარეგულირებადი....

Sunday, October 30, 2011
მოგესალმებით
ბლოგი იწყებს, ქართული ეკონომიკის სტერეოტიპების ნგრევას, შლას და მზის შუქზე გამოტანას ყველა იმ მანკიერებისა რაც ნებით თუ უნებლიედ თან ახლავს ქართულ ეკონომიკურ სინამდვილეს....
ამისათვის ბლოგი შეეცდება კრიტიკული იყოს და ამავე დროს მკითხველს შესთავაზოს ალტერნატიული აზრი ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით რაც აქტუალური იქნება მომავალში ჩვენი ქვეყნის და არა მარტო ეკონომიკურ ცხოვრებაში.
საქართველოში სატელევიზიო და სხვა სივრცე ჩაკეტილია ყველა ადამიანისათვის, ვისაც ხალხი დაუსაქმებია და რეალური მატერიალური დოვლათი შეუქმნია და ვინც დღევანდელ დღესაც განაგრძობს დამატებითი ღირებულების შექმნას, ისინი, როგორც წესი ან მხოლოდ წინასაარჩევნო "მოწველისთვის" გამოიყენებიან ან კიდე განტევების ვაცებად თავზე დამტყდარი ინფლიაციური ტენდენციების დროს, დიახ საუბარია მეწარმეებზე და კერძო სეკტორში დასაქმებულ ადამიანებზე.
მოვიდა დრო ამ ხალხმა თქვას საკუთარი სათქმელი და აზრი გამოთქვას სხვადასხვა პროცესებზე, თორემ, მთელი საინფორმაციო სივრცე ავსებული აქვთ, მოლაყბეებს მთავრობიდან, არასამთავრობოებიდან, ოპოზიციიდან და ჟურნალისტიკიდან, რომლებსაც ირიბი წარმოდგენაც კი არ აქვთ იმაზე თუ რა არის ეკონომიკა და რა არის ბიზნესი.
სწორედ ამიტომ ბლოგის ძირითადი მიმართულებები იქნება - კრიტიტა, ანალიზი, დასკვნები ეკონომიკურ საკითხებზე.
კრიტიკის სამიზნეები:
- საქართველოს მთავრობა და მისი ეკონომიკური გუნდი, ზე-მინისტრ ვერა ქობალიას ხელმძღვანელობით, ასევე ფინანსთა მინისტრი მთელი სამინისტროთი, განსაკუთრებით შემოსავლების სამსახური. ამ მთავარ გმირებთან ერთად თანაბარი ყურადღება დაეთმობამ ყველა სამინისტროს და უწყებას ვინც პოსტთთან პირდაპირ თუ ირიბად კავშირში იქნება
- გაუგებარი განათლების, პროფესიის და მსოფმხედველობის ეკონომიკის ექსპერტები, რომლებიც დილით ნატოსთან ინტეგრაციის პრობლემატიკას განიხილავენ საღამოს კიდე გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს.
- ასევე გაუგებარი, განათლების, პროფესიის და შეხედულებების მქონე ლიბერალები, ფსევდო-ლიბერალები, დემოკრატები თუ კონსერვატორები, მემარჯვენეები თუ მემარცხენეები, ცენტრისტები თუ "გარეუბნისტები" ძირითადად ჟურნალებიდან "ტაბულა" და "ლიბერალი" და მათთან გათანაბრებულ მასმედიის გმირ-მღაღადებლები.
- და რა ტქმა უნდა ოპოზიციური სპექტრის განსაკუთრებული უნიჭობით დაჯილდოვებულ სახეები, ასევე შედარებით აზრიანი მაგრამ საკრიტიკებელი თანამოსაყდრეები ოპოზიციურ ფლანგზე.
ბლოგი ალბათ არ იქნება, მოსაწყენი და დაიმსახურებს იმ აუდიტორიის მოწონებას, რომელიც არის, ბუნებით თავისუფალი, დასაქმებული არ არის საჯარო სამსახურში და აქვს ცხოვრების განსხვავებული ხედვა, არ არის კონფორმისტი და არ დადის საფრანგეთის პრეზიდენტის დასახვედრად.
იმედს ვიტოვებთ, რომ ბლოგი იქნება აქტუალური და პოლემიკა სასარგებლო.
პატივისეცემით,
adamsmith

Subscribe to:
Comments (Atom)