Sunday, October 30, 2011

მოგესალმებით

ბლოგი იწყებს, ქართული ეკონომიკის სტერეოტიპების ნგრევას, შლას და მზის შუქზე გამოტანას ყველა იმ მანკიერებისა რაც ნებით თუ უნებლიედ თან ახლავს ქართულ ეკონომიკურ სინამდვილეს....
ამისათვის ბლოგი შეეცდება კრიტიკული იყოს და ამავე დროს მკითხველს შესთავაზოს ალტერნატიული აზრი ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით რაც აქტუალური იქნება მომავალში ჩვენი ქვეყნის და არა მარტო ეკონომიკურ ცხოვრებაში.
საქართველოში სატელევიზიო და სხვა სივრცე ჩაკეტილია ყველა ადამიანისათვის, ვისაც ხალხი დაუსაქმებია და რეალური მატერიალური დოვლათი შეუქმნია და ვინც დღევანდელ დღესაც განაგრძობს დამატებითი ღირებულების შექმნას, ისინი, როგორც წესი ან მხოლოდ წინასაარჩევნო "მოწველისთვის" გამოიყენებიან ან კიდე განტევების ვაცებად თავზე დამტყდარი ინფლიაციური ტენდენციების დროს, დიახ საუბარია მეწარმეებზე და კერძო სეკტორში დასაქმებულ ადამიანებზე.
მოვიდა დრო ამ ხალხმა თქვას საკუთარი სათქმელი და აზრი გამოთქვას სხვადასხვა პროცესებზე, თორემ, მთელი საინფორმაციო სივრცე ავსებული აქვთ, მოლაყბეებს მთავრობიდან, არასამთავრობოებიდან, ოპოზიციიდან და ჟურნალისტიკიდან, რომლებსაც ირიბი წარმოდგენაც კი არ აქვთ იმაზე თუ რა არის ეკონომიკა და რა არის ბიზნესი.
სწორედ ამიტომ ბლოგის ძირითადი მიმართულებები იქნება - კრიტიტა, ანალიზი, დასკვნები ეკონომიკურ საკითხებზე.

კრიტიკის სამიზნეები:

- საქართველოს მთავრობა და მისი ეკონომიკური გუნდი, ზე-მინისტრ ვერა ქობალიას ხელმძღვანელობით, ასევე ფინანსთა მინისტრი მთელი სამინისტროთი, განსაკუთრებით შემოსავლების სამსახური. ამ მთავარ გმირებთან ერთად თანაბარი ყურადღება დაეთმობამ ყველა სამინისტროს და უწყებას ვინც პოსტთთან პირდაპირ თუ ირიბად კავშირში იქნება

- გაუგებარი განათლების, პროფესიის და მსოფმხედველობის ეკონომიკის ექსპერტები, რომლებიც დილით ნატოსთან ინტეგრაციის პრობლემატიკას განიხილავენ საღამოს კიდე გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს.

- ასევე გაუგებარი, განათლების, პროფესიის და შეხედულებების მქონე ლიბერალები, ფსევდო-ლიბერალები, დემოკრატები თუ კონსერვატორები, მემარჯვენეები თუ მემარცხენეები, ცენტრისტები თუ "გარეუბნისტები" ძირითადად ჟურნალებიდან "ტაბულა" და "ლიბერალი" და მათთან გათანაბრებულ მასმედიის გმირ-მღაღადებლები.

- და რა ტქმა უნდა ოპოზიციური სპექტრის განსაკუთრებული უნიჭობით დაჯილდოვებულ სახეები, ასევე შედარებით აზრიანი მაგრამ საკრიტიკებელი თანამოსაყდრეები ოპოზიციურ ფლანგზე.

ბლოგი ალბათ არ იქნება, მოსაწყენი და დაიმსახურებს იმ აუდიტორიის მოწონებას, რომელიც არის, ბუნებით თავისუფალი, დასაქმებული არ არის საჯარო სამსახურში და აქვს ცხოვრების განსხვავებული ხედვა, არ არის კონფორმისტი და არ დადის საფრანგეთის პრეზიდენტის დასახვედრად.

იმედს ვიტოვებთ, რომ ბლოგი იქნება აქტუალური და პოლემიკა სასარგებლო.

პატივისეცემით,

adamsmith